ერთდღიანი ტური სამეგრელოში: ბათუმი-ფოთის საკათედრო ტაძარი-კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი
გასვლის ადგილი: ბათუმი
ექსკურსიის დროს თქვენ მოინახულებთ:
- ფოთის საკათედრო ტაძარს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ბიზანტიური სტილის ტაძარია.
- ქალაქ ფოთს, შეძლებთ ნახოთ თუ საიდან შემოვიდნენ იაზონი და მისი არგონავტები და ფეხბურთი საქართველოში.
- კოლხეთის ეროვნულ ნაკრძალს, სადაც თქვენ დატკბებით ზღაპრული სილამაზის ხედებითა და შემოდგომის ფერებით. საქართველოში ერთადერთი "მღელვარე" პალიასტომის ტბა, ტურის მანძილზე თქვენ შეძლებთ პონტონის ტიპის ნავით გასეირნებას პალიასტომის ტბაზე. მარშრუტი იწყება პალიასტომის ტბის შესასვლელიდან. ვიზიტორები დაათვალიერებენ პალიასტომის ტბის ნაპირების ულამაზეს პეიზაჟებს, ლელქაშის მაღალ გაუვალ რაყებს, მეორად ნოტიო მდელოებს, სამეფო გვიმრების ხშირ საფარს. სათვალთვალო კოშკიდან შესაძლებელია რაყებში თავშეფარებულ გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება, რომელთაგან ზოგიერთი იშვიათი სახეობა შეტანილია წითელ წიგნში.
- პიკნიკი ულამაზეს ბუნებაში.
- დაბრუნება ბათუმში შთამბეჭდავი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.
ტურის ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტირება კომფორტული მინიბუსით
- კვალიფიცირებული გიდის მომსახურება
- პიკნიკი ულამაზეს ბუნებაში
- პალიასტომზე ნავით გასეირნების საფასური
☎ დაგვიკავშირდით ახლა ან დაჯავშნეთ ონლაინში